08 მაისი 2024,   00:10
ვრცლად
„ის, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ, აღმაშფოთებელი და ბინძური პიარკამპანიის ნაწილია"- მამუკა მდინარაძე

„ის, რასაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, აღმაშფოთებელი და ძალიან ცუდი, ბინძური PR კამპანიის ნაწილია,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის პოზიციის საპასუხოდ გააკეთა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ საკითხებს ვენეციის კომისიაც არ დაეთანხმა.  

„თუკი ის ვეტოს დაადებს იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელიც მან ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავა და ჩამოწერა საკითხები, რომელსაც არავინ დაეთანხმა, მათ შორის არც ვენეციის კომისია, კიდევ ერთხელ ჩაიგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდება, რომელსაც მათი შეფასებით, დაძლევენ.

„ვფიქრობ, რომ მაინც ვეტოს უნდა ველოდეთ, ვეტოს, რასაკვირველია, დავძლევთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივით შემოვალთ, იმ შესწორებების გათვალისწინებით, რომელიც ვენეციის კომისიასთან და შიდა ფართო კონსულტაციების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები