08 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
ათობით მე-7 კლასელი „ქარული ოცნების“ დროშებით ხელში ბორჯომის სკოლის ღია გაკვეთილზე

ბორჯომის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელს არ სურს საუბარი, რატომ გაიყვანა მეშვიდე კლასელები "ქართული ოცნების" დროშებით ქუჩაში და ღია გაკვეთილი ბორჯომის ცენტრში მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებით ჩაატარა. განმარტებებისათვის პედაგოგი დირექტორმა უკვე დაიბარა.

„ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებით ღია გაკვეთილის შესახებ დასმულმა კითხვებმა მასწავლებლები გააღიზიანა, მათ სკოლის შენობა ჩაკეტეს და „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს შენობაში შესვლა აუკრძალეს.  

საიდან მოხვდა სკოლის მოსწავლეების ხელში "ქართული ოცნების" დროშები - ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც პასუხი ოფიციალურმა უწყებებმა უნდა გასცეს. პარტიული დროშები ბორჯომში "ქართული ოცნების" შტაბში ინახება, საიდანაც ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ურიგდებათ.

„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იხსნის, თუმცა ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები