08 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის რეკომენდაციები საქართველოში ვიზიტის შესახებ - დიპლომატები მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გამომგზავრების მსურველ ბრიტანელებს რეკომენდაციებს აძლევს. 6 ოქტომბერს, თბილისში საქართველო-უელსის მატჩი ტარდება. საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საჭირო პრაქტიკულ რჩევებთან ერთად, საუბარია პრობლემებზე, რომლებსაც ტურისტები შეიძლება გადააწყდნენ.

საელჩო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, ღამით ქუჩაში მარტო არ იარონ, დიდი ოდენობით თანხა თან არ ატარონ და ზებრა გადასასვლელზე ფრთხილად იყვნენ, რადგან მოძრაობის ნიშნები ქართველ მძღოლებს არ აფერხებს.

დიპლომატიური სამსახური მოქალაქეებს ტაქსის მძღოლების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე და ქალაქში საპირფარეშოების არარსებობაზეც საუბრობს.

საქართველოს მთავრობაში ბრიტანელი დიპლომატების შეფასებას გადამეტებულად მიიჩნევენ და ამ ყველაფერს გაუგებრობას უწოდებენ.

ნაწილი კი აცხადებს, რომ უცხოელი დიპლომატების რიგ შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები