19 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ“ ნინოწმინდაში მერობის კანდიდატი წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ ნინოწმინდაში მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოსახლეობას კანდიდატად არაიკ ბდოიანი წარუდგინა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ბაქრაძის განცხადებით, პირველ რიგში უნდა დასრულდეს გაზიფიკაციის პროცესი და გაუმჯობესდეს მძიმე სოციალური ფონი, რომელიც ნინოწმინდაშია.

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა ადგილობრივებს პარტიის  საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

პარტიის ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები, ეს თანხა კი, მთლიანად პენსიის ზრდას მოხმარდება. ნინოწმიმდაში პენსია 20 ლარით მოიმატებს. 

დღის ამბები