08 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

დაცვის მხარე ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს დღეს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას ადვოკატები უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძე ბრალდების ყველა ნაწილში უნდა გამართლებულიყო.

დეკანოზის ინტერესების დამცველები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის განაჩენს შეცვლის.

წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატები ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას გეგმავენ.

დღის ამბები