03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
3 თვის წინ დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიის რაიონში, მელაურის ტყეში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 42 წლის ვიაჩესლავ ბარუშკოვი, რომელიც მარტო ცხოვრობდა 3 თვის წინ დაიკარგა, თუმცა მეზობლებმა სამართალდამცავებს მხოლოდ 10 დღის წინ მიმართეს.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით გვამი იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა, თუმცა სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ გაუჩინარებული ბარუშკოვია.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე მუხლით აღიძრა,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები