03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
რადიკალმა ისლამისტებმა კიდევ ერთი იაპონელი მოკლეს

რადიკალმა ისლამისტებმა მეორე იაპონელი მძევალი სიკვდილით დასაჯეს.  დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრებმა იაპონელ ჟურნალისტს, კენძი გოტოს თავი მოკვეთეს და ვიდეო მასალა ინტერნეტით გაავრცელეს. ის მებრძოლების ტყვეობაში 2014 წლის ბოლოდან იმყოფებოდა.

ისლამისტები იაპონელი ჟურნალისტისა და მასთან ერთად გატაცებული იორდანელი პილოტის სანაცვლოდ 200 მილიონ დოლარს და იორდანიის ციხეში მყოფი ქალი ტერორისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ დროისთვის უცნობია იორდანელი პილოტის ბედი.

იაპონელი მძევლის სიკვდილით დასჯა მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს, იაპონიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა ტერორიზმს არ შეურიგდება და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს. 

 

 

დღის ამბები