26 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის პოლიციის უფროსს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის პოლიციის უფროსს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ხოსე ლუის ტრაპერო მადრიდის სასამართლოში იმყოფებოდა. ის ეჭვმიტანილია მოწოდებებში სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისკენ. გარდა ამისა პოლიციის უფროსს ადანაშაულებენ იმაშიც, რომ რეფერენდუმის დღეს კატალონიაში კენჭისყრის სათანადოდ აღკვეთა ვერ მოახერხა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ რეგიონის ლიდერი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით 10 ოქტომბერს მიმართავს და შესაძლოა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კატალონიის პარლამენტს ამ სესიის ჩატარება ეკრძალება.

დღის ამბები