03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ებოლას ვირუსი რუსეთში? - ერთი ადამიანი სტაციონარშია გადაყვანილი

რუსეთში შესაძლოა ებოლას ვირუსის არსებობა დაფიქსირდეს. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 31 წლის რუსეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა. ის ვლადივასტოკის საერთაშორისო აეროპორტში ექიმებმა იზოლაციაში მოაქციეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეისის მოსკოვი-ვლადიკავკაზის დანარჩენ მგზავრებს კი კონსულტაცია გაუწიეს და სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

31 წლის მამაკაცი ორგანიზაცია წითელი ჯვრის წევრია, ის გვინეიდან სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ექიმების ინფორმაციით მამაკაცს საშუალოდ ტემპერატურა 39 გრადუსი აქვს, მას ასევე აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტპმებიც. 

ექიმები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ებოლას ვირუსითაა დაავადებული თუმცა ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე არ არის დასმული. 

 

დღის ამბები