03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა

ბათუმში იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პატიმარ ზვიად გორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ღვიძლსა და თავის არეში სიმსივნე აქვს, ასევე ქრონიკული C დაB ჰეპატიტი.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები პატიმრობის ვადის გადავადებას და გორგაძისთვის ნორმალური მკურნალობის საშუალების მიცემას მოითხოვენ. 

გორაძის ოჯახის წევრები ოპერაციის გაკეთების წინააღმდეგაც გამოდიან, მათი თქმით, მგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის ფატალური შედეგით დასრულდება.

ზვიად გორაძე სასჯელს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საზღვარზე გადმოტანის მუხლით იხდის. ამჟამად პატიმარი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება.

დღის ამბები