03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი სოფელი დიღომი - აქცია თბილისში

სოფელ დიღომში ღეს უწყლობა გააპროტესტეს. აქცია ზემო უბნის მოსახლეობამ გამართა. ადგილობრივების თქმით წყლის სისტემა ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მოეწესრიგებინდა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

მათი განცხადებით, წყალი რეზერვუარებით ყოველკვირეულად მხოლოდ რეგისტრირებულ აბონენტებს მიეწოდებათ, თუმცა რა კრიტერიუმით მოხდა აბონენტების შერჩევა-რეგისტრაცია, მათთვის ცნობილი არ არის. აქციის მონაწილეებს ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” იურისტმა უპასუხა.

"აბონენტები ვინც არ არიან მათ უნდა შექმნან  სპეციალური ჯგუფი და ამხანაგობა და უნდა მოგვმართონ კომპანიას, წესების დაცვით. სანამ ისინი სემეკის მიერ გაწერილი წესებით არ იმოქმედებენ ჩვენ მათ წყალს ვერ მივაწვდით,"- განაცხადა "კურიერთან" საუბრისას ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” იურისტმა ბესიკ კობერიძემ .

დღის ამბები