03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
ემზარ კვიციანის გზა 90-იანი წლებიდან დღემდე

რუსეთში გაქცეულმა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ემზარ კვიციანმა 12 წლიანი პატიმრობის ნაცვლად,  საპყრობილეში 11 თვე გაატარა. ამ პერიოდში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას მისი განთავისუფლების მოთხოვნით მიმართავდენენ. კვიციანი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. 

90-იანი წლების შემდეგ საზგოადოება ემზარ კვიციანს კარგად იცნობს. 

კოდორის ხეობა და იქ მიმდინარე მოვლენები ემზარ კვიციანის სახელს 1993 წლიდან უკავშირდება. ჯერ კიდევ მაშინ შექმნილ ბატალიონს სწორედ კვიციანი ჩუდგა სათავაში და ფაქტობრივად ის იყო ხეობის ერთპიროვნული გამგებელი.

ხელისუფლებამ მონადირის დაშლას 1995 წელსაც ცდილობს. მაგრამ მაშინაც კვიციანი დაუმორჩილებლობას აცხადებს. ხეობაში შესასვლელლი გზები იკეტება და მებრძოლები ხელფასს ითხოვენ. მაშინ თვდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე ბოდიშს იხდის და ბატალიონს რამდენიმე მილიარდ კუპონს ურიცხავენ.

მთელი ამ წლების განმავლობაში ხეობაში რთული კრიმინოგენური სიტუაციაა - 1994 წლიდან 2001 წლამდე აქ 84 მკვლელობა ხდება.

ბოლო წლებში სამჯერ გაიტაცეს გაეროს დამკვირვებლები.
1999 წელს კი სოფელ აჟარაში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების თითქმის ყველა ხელმძღვანელი, ჟურნალისტები და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მოიტაცეს.

ემზარ კვიციანმა სახელმწიფოს წინააღმდეგ 2006 ამბოხება წელსაც მოაწყო. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქროუაშვილმა კი მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. კვიციანი მაშინ მიიმალა და 8 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. 

 

დღის ამბები