03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
კიევში რუსეთის საელჩოსთან 30 ჯვარი აღმართეს

კიევში მარიუპოლის დაბომბვის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგეს პატივი. დემონსტრანტები რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი სიმბოლურად გამოხატეს. მათ შენობის წინ ხის 30 ჯვარი აღმართეს, რომლებზეც მარიუპოლზე იერიშის დროს გარდაცვლილი ადამიანების გვარები იყო დატანილი და ეწერა, რომ ისინი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.

24 იანვარს მარიუპოლის დაბომბვას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 90–ზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები