03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
შეურაცხყოფილი პატრული - სიტყვიერი მუქარა და იარაღი

სკანდალური ვიდეოები სადაც ერთგან ეკა ყუშიტაშვილი, ხოლო მეორეგან შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ზურაბ ბერიკაშვილი პატრულის თანამშრომლებს ემუქრებიან უკვე რამდენიმე დღეა განხილვის მთავარი საკითხია საზოგადოებაში. 

პატრულის ორივე თანამშრომელი დღეს თავისუფალია. მათგან ერთ-ერთი გიორგი ლომსაძეა, რომელსაც ზურაბ ბერიკაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი იარაღი დაუმიზნა. მაშინ ლომსაძე სიკვდილს გადაარჩინეს და ბერიკაშვილი დააკავეს, თუმცა დაკავებული ბერიკაშვილი მას და გამომძიებელს საქმის შეკერვით დაემუქრა და ასეც მოხდა.

ლომსაძე იხსენებს, რომ ინციდენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ ახალციხის საპატრულო პოლიციაში ახალი უფროსი დანიშნეს. როგორც ის ამბობს დევნაც მას შემდეგ დაიწყო. ლომსაძე ყვება, რომ ჯერ ავიწროვებდნენ 8 ნოემბეს კი სამსახურიდან წასვლის პატაკი იძულების წესით დააწერინეს. გიორგი ლომსაძე ზეწოლაში ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს, დავით მაღრაძეს ადანაშაულებს.

ამ სკანდალური ინციდენტის მთავარი მონაწილე პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშვილი, შემთხვევიდან რამდენმე თვეში დააწინურეს. ის ახლა შსს სამინსიტროს კონტრეტრორიტული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. 

ლომსაძეების ოჯახი უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობს, უმუშევრად დარჩენილი მამა ვერც კრედიტის გადახდას ახერხებს და ვერც ბავშვის სწავლის საფასურის დაფარვას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები