03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
350 სახეობის მედიკამენტზე ფასები გაიზარდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მედიკამენტებზე ფასების მომატებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ 350-მდე წამალზეა ფასი მომატებული, სადაც 80 პირველადი მოხმარების და უცხოური წარმოების მედიკამენტია. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანი მატება ამ ეტაპზე არ დასტურდება და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ფასების მატებიდან გამომდინარე, მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების რამდენიმე მილიონი ლარით გაზრდა მოუწევს.

„ქვეყანაში დაახლოებით 300-350 მედიკამენტზე მოხდა ფასის მცირედი მატება. მაგრამ ეს არ არის ის მასშტაბი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს. წამლის კომპონენტში იქნება დაფინანსება დამატებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს იქნება რამდენიმე მილიონის ინტერვენცია. აქცენტი იქნება გაკეთებული ზუსტად პირველადი მოხმარების პრეპარატებზე. ისე, რომ საფრთხის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს,” - განცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები