03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება ჩაიწერა

მაუწყებლის შესახებ კანონის ამოქმედების ვადა კვლავ უცვლელია თუმცა დღეს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ავტორებმა, დეპუტატებმა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა ერთი ცვლილება შეიტანეს. 

ცვლილებების მიხედვით მაუწყებელს საათში 20%-იან სარეკლამო ჭრასთან ერთად, ანონსისთვის  5%-იანი  ჭრა დამატებით გამოეყოთ, რომელსაც მაუწყებელი ანონსებში სპონსორის დასახელებისთვის გამოიყენებს. 

მიუხედავად ამ ცვლილებებისა კვლავ მთავარ სადაო საკითხად რჩება ცვლილებების ამოქმედების დრო. მუწყებლის შესახებ კანონის ავტორები და მმართველი კოალიცია ცვლილებების ამოქმედების თარიღის შეცვლას არ აპირებენ. 

მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ტელეკომპანიების ნაწილი და საპარლამენტო უმცირესობა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ევროკავშირის დირექტივას არასწორად იყენებს და ვადა რომელიც 3-დან 5 წლამდე მერყეობს უკიდურესადაა შემცირებული. 

საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ტელევიზიების მიმართ მთავრობა ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

დღის ამბები