03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
საათში 5% სპონსორების გამოსაცხადებლად-ტელეკომპანიების მითხოვნა მაუწყებლის შესახებ კანონში გათვალისწინებულია

გადაცემების ანონსებში სპონსორების დასახელების უფლება ტელევიზიებს შეუნარჩუნდებათ, ამ ცვლილებას დებატების შედეგად პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.

ტელეკომპანიების წარმომადგენლების მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 20 პროცენტიან სარეკლამო დროს საათში სპონსორების გამოსაცხადებლად 5 პროცენტი უნდა დამატებოდა, დაკმაყოფილებულია.

საკომიტეტო განხილვის პარალელურად ტელეკომპანიების წარმომადგენლებს დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, მათი ნაწილი კომისიას ევროკავშირის რეკომენდაციების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანიების ბრალდებებს არ იზიარებენ კომისიაში, კანონპროექტის ავტორებმა დღეს მიღწეული შეთანხმება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მაუწყებლების უმრავლესობის შენიშვნები გაზიარებულია.

მთავარი მოთხოვნა, რომლის შეცვლასაც ცვლილების ავტორები და საპარლამენტო კომიტეტი ამ დროისთვის არ ეთანხმება ისევ ცვლილების ამოქმედების ვადებს უკავშირდება, ტელეკომპანიებში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან საათში 20 პროცენტიანი სარეკლამო ლიმიტის დაწესება კერძო კომპანიებს ფინანსურად დააზარალებს.

კანონპროექტის ავტორებთან ერთად პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავენ მმართველ გუნდში.

პოლიტიკურ დაინტერესებას კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში საპარლამენტო უმცირესობაში ხედავენ. ოპოზიცია წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, რადგან მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციებისთვის კერძო კომპანიებს 3 წლამდე გარდამავალი პერიოდი უნდა დაუწესდეთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები