03 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
"მე სიხარული არ გამაჩნია,"- ზურაბ ვაზაგაშვილის დედის პირველი კომენტარი

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაპატიმრებულია 11 პირი. "კურიერი" დღეს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის დედას ციალა ვაზაგაშვილს ესაუბრა, რომელსაც მეუღლე რამდენიმე კვირის წინ დაეღუპა. 

ციალა ვაზაგაშვილი ამბობს, რომ მას დღეს ახალი არაფერი გაუგია, უფრო მეტიც, ის ამბობს რომ საქმეში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. 

"დღეს მე ახალი არაფერი გამიგია, ეს ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი ვინ გასცა ბრძანება, ვინ მოახდინა საკონტროლო გასროლა. ისიც ვიცოდი რომ ის საყაჩაღოდ არ მიდიოდა. ერთი რაც გულზე მომეშვა რომ საზოგადოებამ გაიგო ჩემი შვილის უდანაშაულობის შესახებ. ყველა მკვლელი არ არის დაკავებული. მათ შორის არის, ხიზანიშვილი დალაქიშვილი, ლომიძე და კიდევ გამომძიებლები ვინც საქმე გააყალბეს,"- განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი აცხადებს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას მიმდინარე საქმის დეტალებზე და იმედს გამოთქვამს რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები