03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
სასკოლო ასაკი 6 წელი იქნება-განათლების სამინისტორ გამონაკლისებს არ უშვებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი რეგულაციით პირველ კლასში მოსწავლე მხოლოდ 6 წლის ასაკში უნდა შევიდეს, მცირე განსხვევების პირობებშიც კი არანაირი გამონაკლისი არ იქნება. მშობლების ნაწილი გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებს.

ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა ამოქმედდეს. მშობლებმა დღეს პროექტის ავტორებს ერთადერთი ცვლილება მოსთხოვეს, რომ  2009 წლის 10 სექტებრიდან წლის ბოლომდე დაბადებულ ყველა მოზარდს პირველ კლასში სწავლის უფლება მისცენ.

ახალი სასწავლო წლიდან 6 წელი მოზარდის სკოლაში მისაყვანად მინიმალური ასაკი იქნება. სპეციალისტებისთვის, რომლებიც რეგულაციის პროექტზე მუშაობდნენ, სკოლაში სწავლის დაწყების მისაღები ასაკი 7 ან 8 წელია, თუმცა არსებული კვლევევის მიხედვით 6 წელზე შეჯერდნენ. სასკოლო ასაკის 1 წლით გაზრდის მოტოვად ამ ასაკის ბავშვების გონებრივ და ფიზიკური მდგომარეობას ასახელებენ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თითქმის 7 თვეა დარჩენილი, განათლების სამინისტროს ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე ათასი ბავშვი სკოლაში მისვლას ვერ შეძლებს, მათ სკოლამდელი ასაკის პროგრამის გავლა კიდევ ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ მოუწევთ ან სასკოლო ასაკს სახლში 1 წელი დაელოდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები