03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ირაკლი ფირცხალავა მის მიმართ წაყენებულ ბრალს „ზღაპარს” უწოდებს

ირაკლი ფირცხალავა, ისევე, როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული სხვა პირები ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვაზაგაშვილის მკვლელობის გარემოებების შესახებ „ზღაპარს” უწოდებს.

„ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც ამ ფორმულირებას წაიკითხავს, რაც დაკავების შესახებ განჩინებაშია მითითებული, შეექმნება წარმოდგენა, რომ ირაკლი ფირცხალავა გეგმავდა მკვლელობის აქტებს და ამისათვის მან შსს-ს მთელი რესურსი გამოიყენა. ამას მივყავართ აბსურდის თეორიამდე,” - განაცხადა „კურიერთან” საუბრისას ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალს დღეს წაუყენებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები