03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის საქმეზე გვიან ღამით ადვოკატები და მეუღლე პროკურატურაში იმყოფებოდნენ

პროკურატურაში გვიან ღამით მივიდნენ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები, მათთან ერთად იმყოფებოდა დაღუპული იური ვაზაგაშვილის მეუღლე.

ადვოკატების თქმით, სამართალდამცველებს მათ სოფელ ყარაფილაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული მასალები და ინფორმაცია წარუდგინეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

20 იანვარს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა, კომენტარს აკეთებს ირმა ჭკადუაც. მისი თქმით, საქმის გამოძიებაში პროკურატურა და მთელი სახელმწიფო რესურსია ჩართული.

ამავე თემაზე
დღის ამბები