03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
ძლიერი ხანძარი აჭარაში - ცეცხლი 15 ჰექტარს მოედო

ხანძარი აჭარაში. ცეცხლი ახალსოფელ - გონიოს საზღვართან ეკალბარდებს მოედო. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე - დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.

მისი ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა. აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ზღვის სანაპიროს მხრიდან, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ ყოფილა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები