737 საარჩევნო უბნიდან 714 უკვე დათვლილია. შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. ბოლო მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების 51.15 % აქვს. 17.46 % აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა კი ამომრჩეველთა ხმების 16.48 % მიიღო, ელენე ხოშტარიამ თითქმის 7%.
რაც შეეხება საკრებულოს პროპორციული სიას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 პროცენტიანი ბარიერი იყო დაწესებული და ეს ბარიერი გადალახული აქვს 4 პარტიას. ესენი არიან, "ქართული ოცნება," "ნაციონალური მოძრაობა" "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი."
რაც შეეხება ქუთაისს, 124 უბნიდან დათვლილია 112 უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი ჭირღვაიას აქვს 48.45%, გრიგოლ ვაშაძეს "ნაციონალური მოძრაობიდან" კი 27.17 % რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში, 2 კვირაში მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია უფრო დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას 11:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე მიაწვდის.