ტაბახმელაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ტაბახმელაში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც შსს-ში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.