03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
უნიკალური აღმოჩენა დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში მიქელანჯელოს ორი ბრინჯაოს ქანდაკება აღმოაჩინეს. საუბარია ერთი მეტრის სიმაღლის სკულპტურებზე, რომელთა ავტორად იტალიელი მოქანდაკე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გამოაცხადეს.

თუმცა დღემდე ეს ვერსია შეცდომად ითვლებოდა. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი კვლევები ჩაატარეს და დადასტურეს, რომ ბრინჯაოს ორივე ქანდაკება მიქელანჯელოს ეკუთვნის.

მათ მოქანდაკის ერთ–ერთი მოწაფის ესკიზი გამოიყენეს, რომელზეც მსგავსი ქანდაკება იყო გამოსახული. ესკიზი მეცნიერებმა ქანდაკებებს შეადარეს და მსგავსება დაადგინეს.

 

 

დღის ამბები