26 აპრილი 2024,   21:57
ვრცლად
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. „რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მამაკაცი მსუბუქად არის დაჭრილი.

თვითმხილეველების თქმით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაჭრილ ახალგაზრდას ქობულეთის რეფერალურ სავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

დღის ამბები