03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ხმაურიანი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან [ვიდეო]

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" წევრები დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი.  

აქციის მონაწილეებმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შენობას საღებავები შეასხეს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე ცდილობენ უკრაინაში მაღალი თანამდებობების დაკავებას. 

ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელი შეეფარდებათ დაკავებულებს. 

 

დღის ამბები