03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
რუსთავში ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქალაქ რუსთავში მე-20-ე საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

ქართველ ფეხბურთელს 100 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, რუსთავის მერი, ვეტერანი ფეხბურთელები და ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მემორიალური დაფა ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. აკადემიის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს და მისი გახსნის ოფიციალური ცერემონია აგვისტოშია დაგეგმილი.

საფეხბურთო აკადემია მრავალფუნქციური იქნება და აქ მომზადება, ფეხბურთელების გარდა, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ბორის პაიჭაძე  1915 წლის 3 თებერვალს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ოჭინკეთში დაიბადა. 1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. 2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე საქართველოს მე-20-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები