03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
გაძვირებულ პროდუქტებს ერთ თვეში ალკოჰოლიანი სასმელიც დაემატება

ლუდზე აქციზის გადასახადი 50%-ით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასმელის ფასიც მოიმატებს.

მთავრობა ცვლილებებს ევროსტანდარტების რეგულაციებს უკავშირებს. თუმცა, ლუდის მწარმოებლების პრეტენზიები არა ევრორეგულაციებს, არამედ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ბიზნესმენები პროდუქციაზე ფასების მატებასთან ერთად წარმოების და სამუშაო ადგილების შემცირებას ვარაუდობენ.

ქართულ ბაზარზე აქციზის გადასახადის გაძვირების შემდეგ პროდუქტის გაყიდვები, მინიმუმ, 20%-ით შემცირდება.

მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, ლუდის კომპანიების წარმომადგენელთა შეფასებით, "ბიუჯეტისთვის მეტი შემოსავლების მოძიებაა". თუმცა, მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ "პროცესი უკურეაქციას გამოიწვევს".

აქციზის გაძვირებას სახიფათოდ მიიჩნევენ ექსპერტები და ისინიც შესაძლო უარყოფით შედეგებზე საუბრობენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით აქციზის ფასი 50%-ით 1 მარტიდან მოიმატებს. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტს 20 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი გაუჩნდება. სავარაუდოდ, ამდენივე ზარალი ექნება ლუდის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს.

დღის ამბები