03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
განგაში ვაშინგტონში - თეთრ სახლთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია

რამდენიმე საათის წინ თეთრ სახლში განგაში გამოცხადდა. სატელეფონო ზარის შემდეგ ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერირტორიაზე სამსართალდამცავებმა მიტოვებული პაკეტი იპოვეს. 

ამის შემდეგ თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალისტებმა დაიწყეს მუშაობა, გადაიკეტა ახლო მდებარე ქუჩები და შეიზღუდა გადაადგილება. 

ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტერიტორია გასუფთავებულია და საფრთხე არ არსებობს. 

შეტყობინება ვაშინგტონის დროით დილის 7 საათსა და 10 წუთზე შევიდა.

 

დღის ამბები