03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

აუდიტის სახელმწიფო სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტენდერების საქმეზე ედავება. საუბარია 2013 წელზე, როდესაც უწყებამ სამინისტროს თანამშრომლებისთვის მილიონ 800 ათას ლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები შეიძინა.

გურჯაანის რაიონის აგროცენტრის ხელმძრვანელის გაღიზიანება ტენდერით შეძენილი ავტომანქანების გადაღებამ გამოიწვია. მაღალი გამავლობის "სუძუკის" ტიპის ავტომანქანა სამსახურს მისი გახსნიდან, დაახლოებით, 2 თვეში გადაეცა. ამბობს, რომ მიზანი რთულად მისასვლელ ადგილებში გამოყენებაა. თუმცა, საუბრის დროს იმასაც ადასტურებს, რომ მანქანა მას როგორც სამსახურის ხელმძრვანელს, ისე ემსახურება.

ზუსტი დასაბუთება, თუ რისთვის შეიძინა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტომანქანები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ დაადგინა.

ამ თემაზე მაკონტროლებელმა უწყებამ კვლევა ჩაატარა, მაგრამ საქმე პროკურატურას რეაგირებისთვის მაინც არ გადაეცემა.

 

დღის ამბები