03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
"გაგივარდათ, არა? ერთხელაც მე გამივარდება და მერე გაჩვენებ," - სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს მიმართავს

"გაგივარდათ, არა? ერთხელაც მე გამივარდება და გაჩვენებ მერე," - ასე მიმართა სოსო რობაქიძემ გურამ დონაძეს გადაცემა "არჩევანში," სადაც გურამ დონაძე ტელეფონით თავისი სურვილით ჩაერთო.  

რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ახალი გარემოებები დგინდება.

"ჯერ კასეტა დამალეთ, მერე გამოაჩინეთ. მერე თქვით, სპეცოპერაცია იყოო. მერე თქვით, გაგვივარდაო. ვიდეოში ყვირით, კრიმინალები არიან და ლიკვიდაცია გაუკეთეთო და რომელია აქედან მართალი. ან ორი გავარდნილი ტყვია სად გინახავთ? რა გინდათ, მითხრათ, რომ სამი ბიჭის დაპატიმრებაც გაგივარდათ? ახალი გამოძიება დაიწყო პროკურატურაში ჩინოვნიკებზე და ყველაფერი გაირკვევა. ბუტა არ იყო კრიმინალი. იქ, იმ დღეს ტაქსი რომ არ გამოჩენილიყო, მანქანაში მყოფ ყველა ადამიანს დახოცავდნენ. დაწყნარდი, გურამ, თუ მართალი ხარ, დაწყნარდი. გეთანხმები, დიდი ხანია შენი ადგილი ციხეშია," - განაცხადა სოსო რობაქიძემ.  

 

 

 

 

დღის ამბები