26 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
მეცნიერებმა გიზის დიდი პირამიდის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს

პირამიდების საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა. მეცნიერებმა გიზის დიდი პირამიდის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს. განცხადება იაპონელმა და ფრანგმა მკვლევარებმა კომპლექსის ორწლიანი შესწავლის შემდეგ გააკეთეს.

ისინი სამ სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებდნენ, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს, შეინიშნება თუ არა ცვლილება კლდოვან სტრუქტურაში. მეცნიერების ვარაუდით, ღრმული 30 მეტრის სიგრძის და რამდენიმე მეტრის სიმაღლისაა.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ არსებობს ეს სიცარიელე ან ინახება თუ არა იქ რაიმე ღირებული. იმის გამო, რომ აღნიშნული ადგილი მიუწვდომელია, მეცნიერები მსჯელობენ, რა გზით შეიძლება მისი შესწავლა მომავალში.

დღის ამბები