09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ეუთო უკრაინაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის სამდღიან ზავს მოითხოვს

16 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ბრძოლის შედეგად გასული დღე-ღამის განმავლობაში.

საბრძოლო შეტაკებების ფონზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება შეაფასა Amnesty International-მა და მას კატასტროფული უწოდა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ დებელცევოსთან. მორიგი შეტაკებების შედეგად, აქ 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეუთო მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ, მინიმუმ, სამდღიანი ზავი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

უკრაინაში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვის თქმით, რუსეთისკენ თითის გაშვერა ამ კონფლიქტის შეფასებისას არასწორია.

"რუსეთისკენ თითის გაშვერა და მეამბოხეებთან მოპყრობა არასწორია. მათ უნდა ელაპარაკონ, როგორც მოლაპარაკების მხარეს და არა ისე, თითქოს ისინი ვიღაცის დანამატები არიან. ისინი შიდა უკრაინული კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეები არიან და ამ თვალსაზრისით, მათ უნდა მიეცეთ საშუალება პირდაპირ გამოხატონ თავიანთი ინტერესები," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები