09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
რადიკალმა ისლამისტებმა იორდანელი მფრინავი ცოცხლად დაწვეს

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა კიდევ ერთი მძევალი დასაჯეს სიკვდილით. იორდანელი მფრინავი, რომლის გადაცვლასაც ისინი ერაყელ ტერორისტზე აპირებდნენ, ცოცხლად დაწვეს.

მძევალი ისლამისტებმა დეკემბერში დაატყვევეს. მისი თვითმფრინავი ავიაიერიშების დროს სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა მოგვიანებით ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დააკავეს.

პასუხად, იორდანიის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი საველე მეთაური და შაჰიდი ქალი, რომლის გათავისუფლებაც "ისლამურმა" სახელმწიფომ ორი იაპონელი მძევლის სანაცვლოდ მოითხოვა. 

დღის ამბები