03 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
ირაკლი კაკაბაძემ შოთა უტიაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - ყოფილი პოლიციელების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

"უტიაშვილი მკვლელი", "მკვლელები გარეთ,"- ამ სიტყვებით დაუპირისპირდნენ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროსს შოთა უტიაშვილს ირაკლი კაკაბაძე, "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები. 

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილების სიმცირის გამო, ისინი სასამართლო დარბაზში ვერ შევიდნენ, მათ პროცესის სხვა დარბაზში გადატანა მოითხოვეს. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან შენობაში ყველა დიდი დარბაზი დაკავებულია. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სასამართლო 11 ყოფილი პოლიციელის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს. 

კაკაბაძე, "თავისუფალი თაობა" და ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეთ ელოდებიან. 

 

დღის ამბები