03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
სამსახურიდან გათავისუფლებული მაშველები სამუშაოზე აღდგენას ითხოვენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებული მაშველები სამუშაოზე აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასა და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ სამინისტრომ 300 ადამიანი გაათავისუფლა. როგორც მაშველები აცხადებენ, არგუმენტები, რომლებიც მათ წარუდგინეს, მიუღებელია. მათი თქმით, თანამშრომლების ნაწილი არასრული განათლების ან ნასამართლეობის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

როგორც მაშველები განმარტავენ, მათ განცხადებები მერიაში დააწერინეს და პირობა მისცეს, რომ სამსახურის შსს-ზე დაქვემდებარების შემდეგ მათ აღადგენენ, რაც შემდგომში არ გააკეთეს.

შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ 300 კაცის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ არასრული განათლების, ნასამართლეობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მხოლოდ 80 პირი გაათავისუფლეს. 

დღის ამბები