09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
“რუსეთი არ დაუშვებს უკრაინის დასავლეთთან დაახლოებას," - პაველ ფელგენგაუერი

“რუსეთი არ დაუშვებს უკრაინის დასავლეთთან დაახლოებას და მის ინტეგრაციას ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო,” - ამ განცხადებას ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე აკეთებს.

მისი თქმით, მოსკოვს სურს, რომ უკრაინაში შეიცვალოს მოქმედი რეჟიმი, შესაბამისად, საუბარია არა ერთი რომელიმე ქალაქის აღებაზე, არამედ კიევის დაპყრობაზე და უკრაინის მომავალზე.

„არსებობს ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტი - პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო. საქართველოშიც ასე მოხდა, მათ შეეძლოთ თბილისზე წასულიყვნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და მიმართეს სხვა მეთოდებს, რომ საქართველოში ცვლილება შიგნიდან მოეხდინათ და ეს გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც. ალბათ უკრაინაშიც ეძებენ უკრაინელ ივანიშვილს. იქ კი ბევრი ოლიგარქია, რომელზეც შეიძლება ფსონი გააკეთონ,” - აღნიშნა ფელგენგაუერმა.

დღის ამბები