03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ვაკე-საბურთალოს რაიონის ყოფილი პროკურორი ლევან გაბუნიას ბრალდებებს უარყოფს

ვაკე-საბურთალოს რაიონის ყოფილი პროკურორი თამაზ გეთია, რომელიც ლევან გაბუნიამ ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, უარყოფს მსგავს ფაქტს. თამაზ გეთიამ საინფორმაციო პორტალ ”კვირასთან” საუბრისას ვერ გაიხსენა წლების წინ გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას საქმე.  

მიუხედავად ამისა, მან დაადასტურა, რომ 2002 წელს იგი ვაკის რაიონის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

„რა ფულის აღებაზე მელაპარაკებით?! რა მახსოვს წლების წინ მომხდარი საქმე… მიმართეთ პროკურატურის პრესცენტრს და ინფორმაციას მოგაწვდიან. ამას წინათ ლევან გაბუნიამ ჯერ თქვა, პოლიციამ დაფარა ეს დანაშაულიო და მაგან ჯერ კარგად გაარკვიოს რაღაცები. ალბათ გამოითხოვენ მაგ საქმეს და შეისწავლიან,” - აღნიშნა თამაზ გეთიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები