08 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ქარდავას ქართველი ინტერესების დამცველი, მალხაზ ველიჯანაშვილი უკრაინელ კოლეგაზე დაყრდნობით ყვება, რომ დაკავებული პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ნაცემია და ამ ფაქტს მასთან დაკავშირებულ კრიმინალებს უკავშირებს.

„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ პროცესზე მეგის ქარდაავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა მსი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა,“- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 

დღის ამბები