26 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
კევინ სპეისის სკანდალის გამო ჰოლივუდში დასრულებულ ფილმს ახლიდან გადაიღებენ

კევინ სპეისის სკანდალის გამო ჰოლივუდში დასრულებულ ფილმს ახლიდან გადაიღებენ. საუბარია რიდლი სკოტის ბოლო ფილმ "მსოფლიოს მთელი ფულზე", რომელშიც ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებდა. სურათიდან კევინ სპეისის ყველა სცენას ამოჭრიან და მის ნაცვლად კრისტოფერ პლამერს გადაიღებენ.

რიდლი სკოტის "მსოფლიოს მთელი ფული" ცნობილ ამერიკელ მაგნატზეა, რომელიც გატაცებული შვილიშვილის გამოხსნას ცდილობს.

კევინ სპეისის მონაწილეობით სცენებს ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ და კადრში ძირითადად ის ჩანს. ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ამჟამად არიზონის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ამავე კლინიკაში მკურნალობს ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინიც.

დღის ამბები