03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
შეფერხება რკინიგზაზე

თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებლის რეისი თითქმის სამი საათის დაგვიანებით შესრულდა. 

ჩქაროსნული მატარებელი თბილისიდან გასვლის შემდეგ მცხეთასთან, რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ორი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

მგზავრთა უკმაყოფილების მიზეზი ინფორმაციის არქონა გახდა. როგორც ისინი ჰყვებიან, მომხდარის მიზეზი მათთვის არავის განუმარტავს.

რეისის შეფერხების გამო განმარტებები საქართველოს რკინიგზაში მოგვიანებით გაკეთდა.

უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამია, რომ მატარებელთა მიმოსვლის შეფერხება ქსანი-კავთისხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშოებმა გამოიწვია.

დღის ამბები