26 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
ლეონარდო და ვინჩის იესო ქრისტეს პორტრეტი 450 მილიონ 300 ათას დოლარად გაიყიდა

ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე ლეონარდო და ვინჩის იესო ქრისტეს პორტრეტი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ნახატში სახელწოდებით "სამყაროს მხსნელი" 450 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაიხადეს, რაც აუქციონზე გაყიდულ ხელოვნების ნიმუშებს შორის ყველაზე მაღალი ფასია. მყიდველის ვინაობა უცნობია, რადგან ვაჭრობა 20 წუთის განმავლობაში ტელეფონით მიმდინარეობდა. ლეონარდო და ვინჩის ნახატი მანამდე რუსი მილიარდერის კერძო კოლექციაში ინახებოდა. დღემდე მსოფლიოში იტალიელი მხატვრის მხოლოდ 20-მდე ნამუშევარია შემორჩენილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები