08 მაისი 2024,   19:54
ვრცლად
უკრაინაში პოლიციის მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა

უკრაინაში პოლიციის მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევა დონეცკის რეგიონში, სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ მარიუპოლიდან 25 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

აფეთქების შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, მანქანაში მყოფი კიდევ ორი პოლიციელი კი მძიმედ დაიჭრა.

ნაღმის აფეთქების დროს ჯგუფი დასახლებაში პატრულირებას ახორციელებდა. 

დღის ამბები