03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
გლდანის ციხეში მომხდარ არეულობაში დაკავებული 3 ყოფილი სპეცრაზმელი არ მონაწილეობდა

რა მოხდა გლდანის ციხეში, ამ დრომდე უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ არეულობაში, რომელიც ციხეში გვიან ღამით მოხდა და, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს, დაკავებული 3 სპეცრაზმელი არ მონაწილეობდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების უფლებადამცველმა, დარეჯან გვაზავამ, გააკეთა. 

გვაზავას ინფორმაციით, სამივე სპეცრაზმელი საპყრობილეში თავს კარგად გრძნობს და ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა მოხდა გლდანის ციხეში წუხელ, გვიან ღამით. 

გვაზავამ დღესვე ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც მათ პატიმრობა მიესაჯათ,  სააპელაციოში არ გაასაჩივრებენ. თუმცა, მსჯავრდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები