03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა და ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები

ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ თბილისში 100 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება. მათი რიცხვი კი ყოველდღიურად მატულობს. ბოლო 2 წლის განმავლოაში ავტომანქანების რაოდებოის ზრდამ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი საგანგაშოდ გაზარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების მატებას სპეციალისტები სახელმწიფოს გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების რაოდენობა განახევრდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოს უბედური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, არასამთავრობოების აზრით, სამართალდამცავების მხრიდან შემსუბუქებული სანქციებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის მიუხედავად გარდაცვალკების ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა ავარიის შედეგების მაჩვენებლებს არასამთავრობო ორგანიზაციებში უარყოფითად აფასებენ.

საჯარიმო სანქციების შემცირების მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევების მატებას არ ეთანხმებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგზაო მოძრაობის სპეცილისტები ფიქრობენ, რომ მონაცემების გაუმჯობესების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება.

2013 წელის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 900 ათასი ავტომანქანაა რეგისტრირებული, მას შემდეგ კი მათი რიცხი გაიზარდა და მილიონს გადააჭარბა. 

დღის ამბები