09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ბარაკ ობამა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, უახლოეს მომავალში მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, უკრაინაში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენუკთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ხვალ ჯონ კერი მიუნხენში გეგმავს ჩასვლას, სადაც ის გერმანიის კანცელერ ანგელა მერკელთან უკრაინის კრიზისზე გამართავს შეხვედრას.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინაში მშვიდობის გარანტორი გახდეს და დასძინა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს რუსეთთან კონფლიქტის კიდევ გაგრძელება.

ამავე თემაზე
დღის ამბები