09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
მაკკეინი ობამას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების კანონმდებლები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მოითხოვენ. 

სენატორთა ჯგუფი, რომელსაც ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, გეგმავს, მიიღოს დოკუმენტი, რომლითაც პრეზიდენტ ობამას უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას მოსთხოვს.

სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინა უნდა მოამარაგოს თავდაცვითი საბრძოლო იარაღით.

„რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, რომლის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები გრძელდება, ევროპას უსაფრთხოებას უდიდეს ზიანს აყენებს,” - განაცხადა მაკკეინმა.

სენატორების მოწოდების მიუხედავად, თეთრი სახლის ადმინისტრაცია კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ტრადიციულ ბრიფინგზე ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი და უკრაინელი სეპარატისტები აქამდე გაფორმებული შეთანხმებების დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები