03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
თურქეთში ქართველი დეპუტატების ფეხბურთის სათამაშოდ წასვლის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება

თურქეთში ქართველი დეპუტატების ფეხბურთის სათამაშოდ წასვლის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება.

ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი2"-ს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა, მიაწოდა. 

სწორედ ამ მიზეზით პარლამენტში სხდომა დღეს აღარ გაიმართება. ქართველი დეპუტატები ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრნენ. ისინი მინიჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებით დაკომპლექტებული გუნდები. საქართველოს დელეგაცია 13-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.

გუნდში 8 მოთამაშეა და ის ძირითადად უმრავლესობით არის დაკომპლექტებული. მოთამეშეთა შორის ორი ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელია.  "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი მონაწილეობაზე უარი თქვა.

საქართველო ამ ტურნირში პირველად მონაწილეობს. დელეგაცია თურქული მხარის მიწვევით გაემგზავრა.

დეპუტატებისაგან შემდგარ საფეხბურთო გუნდში შედიან: ზაქარია ქუცნაშვილი, ლექსო თამაზაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გიორგი კახიანი, თემურ ფეიქრიშვილი, სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაისურაძე, დავით ლორთქიფანიძე და შოთა ხაბარელი და "თავისუფალი დემოკრატებიდან"  ვიქტორ დოლიძე და გია ცაგარეიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები