03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
მეთევზეების აქცია ფოთში

ფოთში  მეთევზეების აქცია გაიმართა. 40 სეინერის მეპატრონე ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შუამდგომლობას სთხოვს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, გადაიხედოს კანონი "გარემოს დაცვის შესახებ."

მათი თქმით, შავ ზღვაში ქართველ მეთევზეებს, თურქ მეთევზეებთან შედარებით, ქაფშიის მოპოვება არათანაბარ პირობებში უწევთ. 

მეთევზეები ითხოვენ, რომ მთავრობამ პრობლემა ლიცენზიების დარეგულირებით მოაგვაროს.

აქციის მონაწილეებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა და მათი წინადადებები მოისმინა.  

 

 

 

 

დღის ამბები